მანდატების გაუქმების საკითხი

პარლამენტში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყო. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ოპოზიციის 51 წარმომადგენლისთვის მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავს. პირველი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილისა და „„ლეიბორისტების“ ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტამ, კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო. ხვალ დანარჩენი 49-ის საკითხზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც, პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. 2 თებერვალს გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა, დაკარგავს თუ არა 51 ოპოზიციონერი დეპუტატის სტატუსს.

რა პროცედურები იგეგმება საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე? – თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში.