მანდატების გაუქმების საკითხი

გაუუქმებენ თუ არა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს – საბოლოოდ 2 თებერვალს,  საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე  გადაწყდება, თუმცა მანამდე, კითხვაზე დღეს  საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. დეპუტატები რიგითობის დაცვის პრინციპით დღეს მხოლოდ პარლამენტის ორი წევრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილისა და „ლეიბორისტული პარტიიდან“ შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ, ხვალ კი, დარჩენილი 49 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის საკითხიც განიხილება.  მმართველი გუნდის წარმომადგნელებს საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდებენ.

დატოვე კომენტარი