მანდატების გაუქმების საკითხი

ხელისუფლება ოპოზიციას ორ თებერვლამდე დაელოდება. სწორედ ეს არის ვადა, რომელიც მანდატების გაუქმებაზე საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ხელისუფლებამ ოპოზიციას დაუწესა. ორ თებერვალს კი პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად გავა ყველა იმ დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერების საკითხი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების გაუქმების თხოვნით პარლამენტს დეკემბერში მიმართეს. მმართველი გუნდი ოპონენტებს პოზიციის გადახედვისა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თუმცა ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის. გამონაკლისი „გირჩია“, რომელიც პარლამენტში ოპოზიციის არ შესვლაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს და მათ ქართული პარლამენტარიზმის ნგრევის მცდელობაში ადანაშაულებს.