მანდატების გაუქმების საკითხი

კარტოგრაფისტების გათავისუფლებას პოლიტიკურ შეთანხმებად და პარლამენტში ოპოზიციის შეყვანის მცდელობად აფასებს ოპოზიციის ნაწილი. ოპონენტებისთვის პოზიციების გადასახედად მიცემული ვადა იწურება. შალვა ნათელაშვილის და ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დანარჩენი 49 ოპოზიციონერის მანდატების გაუქმებასაც მხარი დაუჭირა.

ახლა ყველაფერს 2 თებერვლის კენჭისყრა გადაწყვეტს, რომელიც, შესაძლოა, თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს. ფაქტია, რომ ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მათთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე მმართველი პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა. ამ ფონზე შეთანხმების მიღწევის შანსი იზრდება იმ ორ პარტიასთან, რომლებსაც მანდატების გაუქმების თხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ. ალეკო ელისაშვილის შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ ცალკე შეხვედრის სურვილი უჩნდება „გირჩს“.

თეონა მანაგაძე განაგრძობს საუბარს – როდის შედგა ეს შეხვედრა და რა საკითხები იყო მოლაპარაკების საგანი?