მანდატების დატოვების საკითხი და ოპოზიციის გეგმა

პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დღეს მიმართავს. ამ მოთხოვნით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა კოალიციამ „ცვლილებებისათვის“. მანამდე კი პარლამენტს ნდობის გამოცხადების დღესვე მიმართა გიორგი ვაშაძემ. უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება ჯერ არ დაუწერიათ „ნაციონალურ მოძრაობაში“. კოლეგებისგან განსხვავებით, არც საპარლამენტო სიას ხსნის და არც მანდატების გაუქმებას გეგმავს ჯერჯერობით გიორგი გახარიას გუნდი. მათი განმარტებით პარლამენტში არ შედიან, თუმცა მანდატზე უარის თქმას ამ ეტაპზე არ აპირებენ. სახელისუფლებო პარტიაში 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში გარე ძალების დირექტივის შემდეგ შევა.