მანდატების დატოვების საკითხი და ოპოზიციის გეგმა

მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ამჯერად კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ მიმართა.

მანდატების დატოვება საკანონმდებლო ორგანოს უკვე მოსთხოვა კოალიციამ „ცვლილებისთვის“, მანამდე კი ინდივიდუალურად – გიორგი ვაშაძემ. უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება ჯერ არ დაუწერიათ „ნაციონალურ მოძრაობაში“. საპარლამენტო სიას ჩახსნასა და მანდატების გაუქმებას ჯერჯერობით არ აპირებს გიორგი გახარიას გუნდი, თუმცა აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ.