მანანა მიქავას სასამართლო პროცესი

 ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მანანა მიქავა 5 000 ლარით დააჯარიმა. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით ცნეს დამნაშავედ. გუშინ გვიან ღამით მანანა მიქავამ შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წინ ფოიერვერკი გაისროლა, რის შემდეგაც პოლიციამ დააკავა, თუმცა, ხელწერილით გაათავისუფლა. პოლიციის შენობის წინ ამ დროს 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის დაკავებული ზუგდიდელი აქტივისტების, მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.