მანანა მენაბდე

მანანა მენაბდე საზოგადოება მანანა მენაბდეს ემშვიდობება – ცნობილი მუსიკოსი, მომღერალი, მსახიობი და მხატვარი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანანა მენაბდემ განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ეკრანებზე ფილმი „დღეს ღამე უთენებია“ გამოვიდა. კინოსურათი, რომელშიც მუსიკოსი ერთ-ერთ როლს ასრულებს, მისი მუსიკალური კომპოზიციებით არის გაფორმებული. ხელოვანმა საზოგადოებას თავი საკუთარი განსხვავებული სტილითა და მუსიკალური ხელწერით შეაყვარა. „მოამბის“ არქივი მუსიკოსის არაერთი ინტერვიუს ინახავს – მანანა მენაბდის შემოქმედება თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟში.