მანანა მაჩაბელი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში, ცნობილი ტელეწამყვანი, მსახიობი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი მანანა მაჩაბელი გარდაიცვალა. ის 30 წლის განმავლობაში საქართველოს პირველ არხზე მუშაობდა, მიჰყავდა საბავშვო და შემეცნებითი გადაცემები. იყო სოხუმის, მარჯანიშვილის, რუსთვის სახელმწიფო თეატრების მსახიობი. პარალელურად, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. მინიჭებული ჰქონდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მანანა მაჩაბლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ნახეთ თათია კუჭუხიძის რეპორტაჟი.

მანანა მაჩაბელი