მანანა ჭელიძის ნაქარგობის გამოფენა 

18:37, 24.03.2026

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის, მანანა ჭელიძის ნაქარგობის გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრები ნაქარგობის ფონდს, ავტორის ოჯახმა გადასცა. 50-მდე ხელით ნაქარგი სურათი, ძირითადად – სასულიერო თემატიკაზეა შექმნილი. გამოფენა აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 127-ე წლისთავს მიეძღვნა. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 27 მარტამდე დარჩება.

მსგავსი