მმართველი გუნდი გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას ეხმაურება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში ეს ყველაზე სწორი ნაბიჯია, გამომდინარე იქიდან, რომ გორის ჰოსპიტალში დაცული იქნება სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობა, ისე მაქსიმალურად დაზღვეული იქნება უსაფრთხოების რისკები.
გარდა ამისა, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო პატიმარს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შესრულებაშიც დაეხმარა, რომ მას შიმშილობა შეეწყვიტა.