მამუკა მდინარაძის პრესკონფერენცია
„სიმბოლურია, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი დგას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გვერდით იმ ფონზე, როცა საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე” – აღნიშნული განცხადება, სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დღეს გააკეთა. მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტზე ვაშინგტონში, სადაც მარკო რუბიოს მიწვევით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. მამუკა მდინარაძე სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში მკვეთრად არის შემცირებული შეურაცხყოფა და ზიზღის გამოხატული პოსტები.
თათია ტაბეშაძის ჩართვა #მოამბე