მამუკა მდინარაძის განცხადება

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში, შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს,- ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის საკითხზე სამუშაო ჯგუფი საქმიანობას მალე შეუდგება და საბოლოო გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განმარტებით, ავლაბრის სასახლის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია და მას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.