მამუკა მდინარაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს. „ჩვენი სამშობლოს ისტორია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაა, ეს ქართული გენეტიკური კოდია. მამული, ენა, სარწმუნოება – ერის მთავარ სლოგანად ქცეული ტრიადა. რამდენ სიკეთეზე შეიძლება ითქვას დღეს, რომ საქართველოს არასდოს ჰქონია ამხელა ეკონომიკა, ამხელა წინსვლა კორუფციასთან ბრძოლაში, ამხელა პროგრესი ადამიანის უფლებების, სიღარიბის დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სპორტის, ევროინტეგრაციის და სხვა უამრავი მიმართულებით, მაგრამ მაინც, უმთავრესზე უმთავრესი დამოუკიდებლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესია – საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს. ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება. 26 მაისი ჩვენი დღეა.“ – წერს მდინარაძე.