მამუკა მდინარაძის განცხადება
მმართველი გუნდის ლიდერები სოცილურ ქსელში განცხადებებს ავრცელებენ. „რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ, მოცემულობით – „ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა“ და თავგანწირული სლოგანით „მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა“. წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. „დღეს გუშინდელზე ორჯერ მეტი ხალხი შეუკრიბეს სალომეს. ანუ მათი დათვლით, 400 ათასი ადამიანი. რომ ვთქვა, რეალურად ექვსი ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000,“ – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“.