მამუკა მდინარაძის განცხადება

რუსთავსა და ბათუმში ხვალ დაგეგმილ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში. მამუკა მდინარაძემ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. მდინარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია. „ქართული ოცნების“ ლიდერი ოპოზიციას ბათუმში პროვოკაციების ორგანიზებაში ადანაშაულებს.