„საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში პარლამენტში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით. ინიციატივის დეტალებს თამარ წიკლაური გაგვაცნობს.