მამუკა მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხდება

21:08, 29.07.2026

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ანონსდება – იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს და უქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო. რაც შეეხება სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს, რომელსაც 30 აპრილიდან ამ დრომდე ასევე მამუკა მდინარაძე იკავებდა, ეს თანამდებობა გაუქმდება. რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ გადაინაცვლებს.

თათია ტაბეშაძე ესწრებოდა პრემიერის ბრიფინგს.

მსგავსი