მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა
დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პოლიტიკური თანამდებობა დატოვა. მამუკა მდინარაძემ აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, ის არამარტო თანამდებობას ტოვებს, არამედ ზოგადად, პოლიტიკიდანაც მიდის.
აღნიშნულის მიზეზად, მან პირადი გადაწყვეტილება დაასახელა, რაზეც პრემიერ-მინისტრთან და პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამის შანსი მინიმალურია და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის „ქართული ოცნების“ გუნდს დასჭირდება და სხვა გამოსავალი არ იქნება. ასევე, სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, საქმიანობას ბიზნესის სფეროში დაიწყებს.