მამუკა ხაზარაძის სკანდალური წერილის დედანი პროკურატურას გადაეცემა

მამუკა ხაზარაძის მიერ მიღებული სკანდალური წერილის დედანი გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.

ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის ადვოკატმა დღეს წერილი ჟურნალისტებს აჩვენა. ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ პირი, რომელმაც ეს წერილი ხაზარაძეს გადასცა, მზად არის, გამოძიების დაწყების შემდეგ ითანამშრომლოს მასთან და მისცეს ჩვენება.

კორძაძის განცხადებით, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არის მუქარის ავტორი, გიორგი გახარია, თუ პირი, რომელმაც სხვა პირს ხაზარაძესთან წერილი გაატანა. საკითხს უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

თემის დეტალები „მოამბეში“.

დატოვე კომენტარი