მამუკა ხაზარაძის შეთავაზება ოპოზიციას

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური ბრძოლა ხელახალი არჩევნების მისაღწევად.

ოპოზიციას საკუთარ ხედვას ამჯერად „ლელოს“ ლიდერი სთავაზობს. მამუკა ხაზარაძე ოთხი ბარიერგადალახული პარტიის მონაწილეობით ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელსაც ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს. „ლელოს“ ლიდერი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციებსაც სწორედ ამ ფორმატში განიხილავს. ეს არის ფორმატი, რომლითაც ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია არჩევნების დანიშვნამდე უნდა მივიდეს. ხაზარაძის ინიციატივამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია, ნაწილი შეთავაზებას იწონებს, მეორე ნაწილი კი გაერთიანებას კონკრეტული პირობების გათვალისწინების შემთხვევაში განიხილავს. უახლოეს მომავალში გაირკვევა, ვინ რა პირობით დათანხმდება შეთავაზებას ან მოხერხდება თუ არა ხაზარაძის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება. თუმცა ნებისმიერ შემთვევაში მმართველი გუნდი ოპონენტების გეგმის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.