მამუკა ხაზარაძის ინტერვიუ – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

15:20, 15.02.2025

მამუკა ხაზარაძის მიერ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემაა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებდა იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი იქნებოდა, „ლელოს“ ლიდერმა თქვა, რომ პირველ რიგში, აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღადგენდა და შეეცდებოდა, ევროკავშირისგან დაფინანსება მიეღო. მისივე თქმით, დაიწყებდა მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველო მარტო არ იქნებოდა.

მსგავსი