გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილის მიღებაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება გენერალური პროკურატურა.
უწყება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის გამოკითხვას გეგმავს.
„მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება ამავე საქმის ფარგლებში და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.