ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რასაც მწვავედ აკრიტიკებს ზოგიერთი ოპოზიციური პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ კაპიტულაციას უწოდებს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეთავაზებას არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე და აცხადებს, რომ ამით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმაციას მოიპოვებს.
რაც შეეხება „ფედერალისტების“ პოზიციას – თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძე ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და შესაძლოა გადაიფიქროს კიდეც. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დავალება ოპონენტებმა ქვეყნის გარედან მიიღეს და უცხოელი პარტნიორები ფსონს ახლა „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიაზე დებენ.