მამუკა ხაზარაძის განცხადება

12:03, 07.06.2025

 მამუკა ხაზარაძე ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისა და მერობის საერთო კანდიდატის შერჩევისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთ ტელეკომპანიაში სტუმრობისას, „ლელოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი უნდა გახდეს, სადაც ოპოზიციის კანდიდატი, ვციტირებ „გრიალით“ უნდა გაიყვანონ.

მამუკა ხაზარაძის აზრით, „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და მათი გამარჯვების ფორმულა სწორედ ერთიანი პოლიტიკური პლატფორმაა. მან თანამოაზრეებს სალომე ზურაბიშვილთან კიდევ ერთხელ შეკრებისა და მსჯელობისკენ მოუწოდა.

მსგავსი