მამუკა ხაზარაძის განცხადება

კორონავირუსი დაუდასტურდა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დაბალი ტემპერატურის გამო, მას ტესტირება გუშინ ჩაუტარდა და ტესტმა კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. დღეიდან, „ლელოს“ ლიდერი თვითიზოლაციაში იმყოფება და მომდევნო „პისიარ“ ტესტის გაკეთებას 48 საათში აპირებს.

დატოვე კომენტარი