მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი დადებითია
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი დადებითია

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე თავად დაწერა.

თუმცა, ხაზარაძის განცხადებით, 48 საათში კიდევ ერთ ანალიზს გაიკეთებს, რათა შედეგის სიზუსტეში 100 პროცენტით დარწმუნდნენ.

„ჩემს თანამებრძოლებს, „ლელოელ“ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე „პისიარ“ (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100 პროცენტით დავრწმუნდეთ. ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით. ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხისმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა.
„ქართული ოცნების“ კრახმა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა – როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით…
თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას! „კოვიდ-19“-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკანდახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ-ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც.

დატოვე კომენტარი