მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა სასამართლოში 

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიება დაიწყო.

კომისიის მიმართვის შემდეგ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და და „ლელოს“ ლიდერი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში მისვლაზეც უარი განაცხადა და სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საუბარია შპს „მაგნატის“  წილების გადაფორმებაზე. ნავთობკომპანიის დამფუძნებელი ჯემალ ლეონიძე ხაზარაძესა და ჯაფარიძეს წლების წინ მრავალმილიონიანი ქონების ჩამორთმევის საქმეში ფიგურანტებად ასახელებს. გაჟღერებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს მამუკა ხაზარაძე და მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სავარაუდოდ, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება ბადრი ჯაფარიძეც.

თათია ტაბეშაძე მუშაობდა თემაზე.