„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა.
ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე პროკურორის შეკითხვებს ნახევარ საათზე მეტს ხანს პასუხობდა. საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც მან უარი თქვა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე. იმ მოტივით, რომ ის არალეგიტიმურს უწოდებს პარლამენტს და საგამოძიებო კომისიას. ხაზარაძემ სასამართლოში შესვლამდე კომენტარი გააკეთა მედიასთან.