მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა  

მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენები წერილი სასამართლოშია. თუმცა  ამ დრომდე უცნობი რჩება მისი შინაარსი და ავტორი.

ბიზნესმენი, რომელმაც წერილობითი შეტყობინება დღეს სასამართლოში დაკითხვაზე მიიტანა, დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს და ჟურნალისტებს მთავარ საგამოძიებო უწყებასთან ამისამართებს. თუმცა ხაზს უსვამს, რომ არსებობს ორიგინალი ვერსიაც, რომელსაც ლონდონში ექსპერტიზა უტარდება. თავის მხრივ პროკურატურა, რომელიც წერილის შესასწავლად ემზადება,  მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არარსებობაზე მიუთითებს.

საგამოძიებო მოქმედებების ფონზე ხაზარაძის ხმამაღალი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგის თემაა. საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტამდე მმართველი გუნდი თიბისის დამფუძნებელს სთხოვს, წარადგინოს წერილობითი შეტყობინება, სადაც მისივე მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მუქარისშემცველი გზავნილებია.