მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადება

ვინ გადასცა წერილი მამუკა ხაზარაძეს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შუამავალი ბადრი ჯაფარიძე იყო, ადვოკატი არ ადასტურებს.

ხაზარაძის ინტერესების დამცველის თქმით, ბიზნესმენმა შუამავლისაგან მიიღო დოკუმენტი.

შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის წერილზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არ არსებობის გამო, პროკურატურა საქმის გამოძიებას არ აგრძელებს.

მამუკა ხაზარაძე ლონდონიდან ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომლის შემდეგაც გაირკვევა, ვისი ანაბეჭდები იყო წერილზე.