მამუკა ხაზარაძეს რვათვიანი პატიმრობა შეეფარდა

15:22, 23.06.2025
მამუკა ხაზარაძეს რვათვიანი პატიმრობა შეეფარდა – მოსამართლის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. საუბარია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაზე. მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გადახდილი ჰქონდა. დღესვე ბადრი ჯაფარიძის განაჩენი უნდა გამოცხადდეს.
დილიდან კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება. ასეთია მოსამართლის გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია. მან აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რისთვისაც დაკავებული იყო.

მსგავსი