მამუკა ხაზარაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

მამუკა ხაზარაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

„დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს, ამიტომ გარე საფრთხეების არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორის გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და რისკებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველი საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება, რადგან ანაკლიის პორტი ე.წ. საზღვრიდან ოთხ კილომეტრშია. თუმცა, რისკების პარალელურად  „ანაკლიის პორტი შესაძლოა აფხაზ ძმებთან დაახლოების ძალიან კარგი შანსი აღმოჩნდეს“.

კავკასიის უნივერსიტეტმა ბიზნესმენთან სტუდენტების შეხვედრის ფოტოკოლაჟი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 12 თებერვალს გაავრცელა.

შეხვედრის ვიდეომასალა უნივერსიტეტის პირად გვერდზე გუშინ აიტვირთა.