მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ

12:02, 04.03.2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმე კვლავ პარლამენტის დღის წესრიგშია.

პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ.

„თიბისი ბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელები კანონმდებლებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხვდებიან.

განხილვის მთავარი საკითხი თერთმეტი წლის წინ განხორციელებული 17 მილიონიანი ტრანზაქციაა, რომლის კანონიერებასაც ახალა პროკურატურა იძიებს.

მსგავსი