ექსპოზიცია, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრის შემოქმედების გამორჩეულ ეტაპს წარმოაჩენს. სახელოვნებო ცენტრი „ათინათი“ მამუკა ცეცხლაძის გამოფენას უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება 80-90-იან წლებში შექმნილ ნამუშევრები. საუბარია იმ ეტაპზე, როცა მხატვრის შემოქმედება ავანგარდისტულ სახელოვნებო გაერთიანებასთან, მხატვრების ჯგუფ „არქივარიუსთან“ მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
ავტორმა „არქივარიუსი“ დაარქვა გამოფენასაც, რომელიც ხვალიდან „ათინათის“ სახელოვნებო ცენტრი გაიხსნება. ექსპოზიცია დამთვალიერებლისთვის ორი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.