მამუკა ბახტაძის კომენტარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით 

სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასება ჟურნალისტებმა პრემიერსაც სთხოვეს. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არ მოუსმენია, თუმცა ამ საკითხზე კომენტარი არაერთხელ აქვს გაკეთებული.

მისი განმარტებით, რუსეთი არის აგრესორი, მან მიიღო საქართველოში შემოჭრის გადაწყვეტილება და დაიწყო საომარი ოპერაციები.