ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების შემთხვევა იყო კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც პრემიერმა „მოამბე – დღის თემაში“ ისაუბრა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყება მომხდართან დაკავშირებით რეალურ სურათს დაადგენს.
ბახტაძემ ევროპარლამენტარების ერთი ნაწილის მიმართვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპარლამენტში ბევრი მეგობარი ჰყავს, რომელთა რჩევები და მოსაზრებები მთავრობისთვის საინტერესოა.