მამუკა ბახტაძე სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა

ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძემ საქართველოს ლოგისტიკურ შესაძლებლობებსა და ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ამ კუთხით არსებულ პროგრესს.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს მთავრობა კი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საბჭოს წევრების კითხვებსაც უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას უწევდა სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჟაკლინ მილერი.

დატოვე კომენტარი