მამუკა ბახტაძე საქსონიის პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დრეზდენში საქსონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ოფიციალურ ვახშამზე მიხაელ კრეჩმერმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა დრეზდენის გალერეის დაკარგული ექსპონატის დაბრუნებისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელს რამდენიმე თვის წინ თბილისში ვიზიტისას გადასცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

მხარეებმა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით არსებული პოტენციალიც განიხილეს.