მამუკა ბახტაძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

პარლამენტის შენობიდან გამოეხმაურა პრემიერი მამუკა ბახტაძე მარგველაშვილის განცხადებას, მმართველი გუნდის მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების გაჭიანურებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულ ოცნებაში” არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ. ბახტაძეს კონკრეტული გვარებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ გუნდში კონსულტაციები გრძელდება.