მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა

18:10, 20.01.2019

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვევა.

დაგეგმილია შეხვედრები ლიეტუვას მთავრობის ხელმძღვანელთან და ასევე ქვეყნის პრეზიდენტთან.

განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა იქნება.

პრემიერ-მინისტრი ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება.

მამუკა ბახტაძის ვიზიტს თამარ წიკლაური აშუქებს.

მსგავსი