მამუკა ბახტაძე ნორვეგიის პრემიერს შეხვდა

ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძისა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე აღინიშნა.

მოლაპარაკებები მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. საუბრის ერთ-ერთი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები იყო.

ქვეყნებს შორის ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს მიუნხენში საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა. განხილვის თემა იყო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხი. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზეც გაამახვილეს ყურადღება.