მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკისგან საქართველოსთვის დაფინანსების გაზრდას ელის

ფინანსთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ მაისში მსოფლიო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საქართველოს ესტუმრებიან. ეს ჩვენს ქვეყანაში საბჭოს წევრთა სტუმრობის პირველი შემთხვევა იქნება.

მამუკა ბახტაძე ზაფხულში, ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბანკისგან საქართველოსთვის დაფინანსების გაზრდას ელის.