მამუკა ბახტაძე მონრეალში შეხვედრებს მართავს

პრემიერ-მინისტრი მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა. მან მამუკა ბახტაძეს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრემიერის გამოსვლა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაში მონაწილეობს. მამუკა ბახტაძე გახსნითი სესიის დამსწრეებს მიმართავს და ჩაერთვება დისკუსიაში თემაზე – „გლობალური ეკონომიკა გარდამავალ პერიოდში“.

ღონისძიება დღეს გაიხსნება და 13 ივნისს დასრულდება.