მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება. მამუკა ბახტაძე დღეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ასევე თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. მამუკა ბახტაძესთან ერთად დისკუსიაში რამდენიმე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ჩაერთვება.

დატოვე კომენტარი