მამუკა ბახტაძე მატეო პატრონეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ მმართველ დირექტორს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც საქართველოსთვის ძლიერი პარტნიორის და დონორის როლს ქვეყნის განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა სამომავლო პროექტებზე, ასევე „იბიარდის“ ინტერესზე საჯარო სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.