მამუკა ბახტაძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რომელიც თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მამუკა ბახტაძემ და ლინას ლინკევიჩიუსმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების პროცესზე.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.