მამუკა ბახტაძე - მინისტრთა კაბინეტის წევრების ვინაობა, სამთავრობო გუნდის წარდგენის დროს გახდება ცნობილი

განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრების ვინაობა, პარლამენტში განახლებული სამთავრობო გუნდის წარდგენის დროს გახდება ცნობილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, დასრულდა კონსულტაციები სამინისტროების რაოდენობაზე, ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და პარლამენტს გადაეგზავნა განსახილველად. კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა ყველა მინისტრი მთავრობის გუშინდელ სხდომას, პრემიერმა აღნიშნა, რომ მინისტრთა გარკვეული ნაწილი შვებულებაშია.