მამუკა ბახტაძე დღეს მაიკლ პომპეოს შეხვდება

მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში დღეს მაიკლ პომპეოს შეხვდება. მხარეები საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრებენ.

დაგეგმილია პრემიერის აუდიენცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტინ ლაგარდთან.

ვაშინგტონში შეხვედრების დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურის ვიზიტი ნიუ-იორკში გაგრძელდება, სადაც 27 სექტემბერს ის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალურ დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს.