მამუკა ბახტაძე ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს უმასპინძლა. 20-კაციანი ჯგუფი ბელგიის დედაქალაქში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა. ისინი ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ქართულ წარმომადგენლობებს ეწვივნენ, მათ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციაზე მიიღეს ინფორმაცია, რაც მოგვიანებით უკვე პანკისის ხეობის სკოლებში უნდა დანერგონ და საკუთარ აღსაზრდელებს გააცნონ. მათ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ ხეობაში ევროსტრუქტურების შესახებ ცნობიერების გაზრდაში.

პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატისა და ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ერთობლივი მუშაობით განხორციელდა.

 

დატოვე კომენტარი